ეროვნულ ბანკს ვიცე–პრეზიდენტები ოფიციალურად აღარ ჰყავს

Published:

საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) დღეიდან, 28 ნოემბრიდან, ვიცე–პრეზიდენტები აღარ ჰყავს. სების სამმა ვიცე-პრეზიდენტმა – პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა 19 სექტემბერს მიიღეს თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება, თუმცა, დღემდე ისინი მოვალეობის შემსრულებლებად 21 და 27 ნოემბრამდე რჩებოდნენ თანამდებობებზე.

სების სამმა უკვე ყოფილმა ვიცე–პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლას დაუკავშირეს.

მანამდე სები ავრცელებდა ინფორმაციას, რომლის თანახმად, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი პოზიციებს 21 ნოემბრამდე ინარჩუნებდნენ, ნიკოლოზ გაგუა – 27 ნოემბრამდე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img