სარფის საბაჟოზე 200გ -მდე ოქრო ამოიღეს

Published:

სარფში 146 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქის როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვებით შემკობილი ოქროს  საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 171 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 146 000 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img