ირაკლი კობახიძე – 8 წაგებული არჩევნების შემდეგ აუცილებლად წააგებენ მე-9, არჩევნებსაც

Published:

მძიმე მდგომარეობაა. „ნაცმოძრაობაში“, როგორც იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ 2012 წლიდან მოყოლებული, 8 წაგებული არჩევნების შემდეგ მე-9, მე-10 და მე-11 არჩევნებსაც წააგებს.

„თქვენ იცით, რომ 2012 წლიდან მოყოლებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამუდმებით საუბრობს იმაზე, რომ იგებენ არჩევნებს, მარცხდება „ქართული ოცნება“, თუმცა მათ უკვე 8 არჩევნები წააგეს, აუცილებლად წააგებენ მე-9 არჩევნებს, მე-10 არჩევნებს და გარანტირებულად, ასევე, მე-11 არჩევნებს. ყოველი არჩევნების წინ, ისინი არწმუნებენ საკუთარ მხარდამჭერებს, რომ მიგებენ, თუმცა შემდეგ საკუთარ ამომრჩეველს იმედს უცრუებენ. ამით, ალბათ, მისი მხარდამჭერებიც დაიღალნენ და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მათი რეიტინგი შემცირებულია, არის იმედგაცრუება. უკვე მათ მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გამარჯვების, იმდენჯერ მოატყუეს. 8-ჯერ მოატყუეს, რომ იგებდნენ არჩევნებს, 8-ჯერ წააგეს არჩევნები. რა თქმა უნდა, მეცხრედაც წააგებენ შემდეგ არჩევნებს.

მძიმე მდგომარეობაა. „ნაცმოძრაობაში“, როგორც იტყვიან, „ძაღლი პატრონს ვერ ცნობს“. გრძელდება ეს დაპირისპირება. აცხადებენ, რომ მელია აღარ იყო „ნაცმოძრაობის წევრი“, თუმცა მელიამ აუმხედრა 8 საკრებულო, პარტიული ორგანიზაცია ხაბეიშვილს და კეზერაშვილს. ეს არის ის დაპირისპირება, რომელიც კარგია, რომ გრძელდება „ნაცმოძრაობის“ შიგნით და კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ეს არის სისუსტის ნიშანი, „ნაცმოძრაობა“ არის ძალიან დასუსტებული და სწორედ ამიტომ არის მოშლილი. სისუსტის გამოვლინებაა ის რღვევა, რომელიც გრძელდება „ნაცმოძრაობაში“.

თან ამბობენ, რომ არჩევნები უნდა მოიგონ, თან მათი ფორმალური თავმჯდომარე ამაყობს 16%-იანი რეიტინგით. შეიძლება ხაბეიშვილმა არ იცის დათვლა, მაგრამ სხვებმა ხომ იციან? ხაბეიშვილი ვერ თვლის, რომ 16% -ით ვერ დაბრუნდები ხელისუფლებაში, მაგრამ სხვები ხომ არიან?!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img