ბალაინზე მოძრავ სასწრაფოს პოლიციის მანქანა შეეჯახა

Published:

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას პოლიციის “შკოდას” მარკის ავტომანქანა შეეჯახა. – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, გიორგი მუმლაძე ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, სასწრაფოს ექიმი და მძღოლი მსუბუქად დაშავდნენ, პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს.

“საგიჟეთში ვცხოვრობთ, ილიაუნის წინ, ბასლაინზე მოძრავ სასწრაფოს მანქანას შეეჯახა პოლიციის შკოდა, რომელიც მარჯვენა მხრიდან, მარცხენას მიმართულებით ოთხ საგზაო ზოლს კვეთდა დარღვევით!
პოლიციელი გადმოვიყვანეთ გამვლელებმა, რაიმე მძიმე დაზიანება არ აქვს, გონება ჰქონდა დაკარგული, ეხლა კონტაქტურია
სასწრაფოს ექიმს და მძღოლსაც მცირე დაზიანებები აქვთ.
საბედნიეროდ არც ერთ მათგანს რამე სერიოზული არ სჭირს
კანონზე “მაღლა დგომის განცდას” მოაქვს უბედურებები!” – წერს მუმლაძე.

https://www.facebook.com/giorgi.mumladze.35/posts/6613653768732083?ref=embed_post

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img