დღეს 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართება

Published:

თელავის რაიონული სასამართლოში დღეს 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა იმართება. პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარე არსებითი განხილვის ტექნიკური საკითხებს დააზუსტებენ და საქმეში არსებულ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

მოზარდი ოქტომბრის დასაწყისში, სოფელ ლამბალოში, 27 წლის მამაკაცმა მოკლა, რომელმაც, რამდენიმე თვით ადრე, აითაჯი იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. დაკავებულ მამაკაცს, მკვლელობის გარდა, სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ, მათ შორის არის არასრულწლოვანის გაუპატიურება, მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

საერთო ჯამში, საქმესთან დაკავშირებით, 5 ადამიანია დაკავებული, მათ შორისაა არასრულწლოვანი გოგოს დედაც.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img