აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა, – ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო გეოპოლიტიკური საკონსულტაციო ფირმა Kissinger Associates-ი ავრცელებს. „დოქტორი ჰენრი კისინჯერი, პატივცემული ამერიკელი მეცნიერი და სახელმწიფო მოღვაწე, დღეს, კონექტიკუტში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნობელის პრემიის ლაურეატმა, ჰენრი კისინჯერმა, 1970-იან წლებში უამრავ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკური მოვლენის ფორმირებაში მიიღო მონაწილეობა, როდესაც პრეზიდენტების ჯერალდ ფორდისა და რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციებში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლისა და სახელმწიფო მდივნის თანამდებობები ეკავა.
ჰენრი კისინჯერი აშშ-ის დიპლომატიაში ყოველთვის აქტიურ ფიგურად რჩებოდა, მათ შორის, მიმდინარე წლის ივლისში იგი პეკინში, ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.