ასეთი წამოცდენები ძალიან კარგია, რადგან ბუნებაში რაღაც სიმართლე რომ არსებობს, ის არ იმალება. მამუკა ხაზარაძე გუშინდელი დღიდან არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი. აქვს ბევრი ფული, გავლენები პოლიტიკაზე და თავისივე პირით აღიარა, რომ გავლენები აქვს ტელევიზიებზე, ფლობს ტელევიზიებს, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძემ განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე “არის თანამოზიარე “ნაცმოძრაობის” ბნელი წარსულის.”
“მგონი, “არტარეა” ისედაც ვიცოდით და “ტვ პირველზე” ასეთი აღიარება ჯერ მოსმენილი არ გვქონდა. ხაზარაძემ თქვა, რომ მასზე იყო დამოკიდებული სარედაქციო პოლიტიკა და არ შეუცვლია, პრინციპულად დადგა, ეს ნიშნავს აღიარებას ერთი მხრივ. პრინციპებზე იყო გონებით გადართული, რომ მე პრინციპული კაცი ვარო, ამის თქმა უნდოდა, როგორ, შეიცვალაო? მე არაფერი შემიცვლია რაღაცების მიუხედავადო, ამ დროს შემოეღიარა ხელში, რომ ის არის თვითგამოცხადებული ოლიგარქი. ოღონდ ეს ყველაზე მძიმე ცოდვა არ არის, ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი ნაცი ოლიგარქი, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს მიღებული მონაწილეობა „ნაცმოძრაობის მიერ ცხრა წლის განმავლობაში განხორციელებულ სერიოზულ რეკეტში, „ნაცმოძრაობის“ მიერ განხორციელებულ ადამიანების, ბიზნესმენების რეკეტსა და ყვლეფაში, გაკულაკებაში, როგორც ამას ხშირად იტყვიან ხოლმე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.