“ჩვენი ხმა ევროპას” – ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა სტარტაპერებიც მიიწვია.
შეგახსენებთ, ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს, პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით, ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს.