ქართული ბანკების 10 თვის წმინდა მოგება 2,3 მლრდ ლარამდეა

Published:

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორს ოქტომბერში წმინდა მოგება 258 მლნ ლარით გაეზარდა და 2.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.

1 ნოემბრის მდგომარეობით, სექტორის მთლიანი აქტივები 76 მლრდ ლარამდეა. სისტემა უკვე 16 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი (აქედან 2 ციფრული ბანკია  “პეისერა” და “ჰეში”).

“ჰეშმა” ლიცენზია ნოემბერში მიიღო და მომავალი წლის ივნისამდე მხოლოდ სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის კაპიტალი 11.7 მლრდ ლარამდეა გაზრდილი, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.4%-მდეა .

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img