ვოლსკი – შეფასებები, რომელსაც ქვეყნის ანტიტერორისტული ორგანიზაცია იღებს, განპირობებულია სახელმწიფოს მიღწევებით

Published:

უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომლებიც ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი დონის პროფესიონალებს აქვთ, – ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშს ტერორიზმის შესახებ, რომელშიც სახელმწიფო უწყებების, მათ შორის საქართველოს პროკურატურის როლი პოზიტიურადაა შეფასებული.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს, ვმოქმედებთ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ამ მიმართულებით.

„ის უმაღლესი შეფასება, რომელსაც საქართველოს ანტიტერორისტული საქმიანობა იღებს, განპირობებულია რეალური ფაქტებით, იმ მიღწევებით, შედეგებით, რომელიც ამ მაღალი დონის პროფესიონალებს გააჩნიათ, ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურები მაქვს მხედველობაში. ჩვენ ვიცავთ ჩვენ ქვეყანას, მაგრამ ამავე დროს, ვმოქმედებთ იმ ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც მსოფლიოს გააჩნია ამ მიმართულებით. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველას, ძალოვან სტრუქტურებს, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს ინტენსიურად და მაღალ პროფესიონალურ დონეზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img