ივლისიდან არაელექტრონული პირადობის მოწმობები უქმდება

Published:

2024 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული (ე.წ. ლამინირებული) მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული.

ამასთან დაკავშირებით მომზადებული კანონის პროექტი 4 დეკემბერს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. პროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების” დეპუტატები არიან.

ამავე პროექტით განისაზღვრება, რომ აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.

„პროექტის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის აღნიშნული არაელექტრონული მოწმობების საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობებით – ID-ბარათებით – შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას“, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად პარლამენტი იხილავს პროექტს, რომლის თანახმად, ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img