კობა გვენეტაძე უზბეკეთში IMF-ის წარმომადგენლად დაინიშნა

Published:

საქართველოს ეროვნული ბანკის ექს–პრეზიდენტი კობა გვენეტაძე უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა. ამის შესახებ კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ნოემბრის თვიდან ვიკავებ უზბეკეთში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას. უზბეკეთი 2017 წლიდან დაადგა ამბიციური რეფორმების გზას, ეკონომიკის ლიბერალიზაციას და მრავალმხრივი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვარ, რომ ვიცხოვრებ ახალ ქვეყანაში, ვიმუშავებ ახალ კოლეგებთან და ჩემს ცოდნას და გამოცდილებას უზბეკეთის რეფორმების გზაზე მხარდასაჭერად გამოვიყენებ,“- წერს გვენეტაძე ფეისბუკზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img