გიორგი კაკაურიძე – ვერ ვხედავ საფრთხეს, რუსებმა ბინები იყიდონ საქართველოში

Published:

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერც პრობლემას და ვერც საფრთხეს ხედავს იმ ფაქტში, რომ საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი რუსი ყიდულობს ბინას:

“ის, რომ უცხოელმა ბინა იყიდოს საქართველოში ეს იქნება რუსი, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ამაში საფრთხეს ნამდვილად ვერ ვხედავ. და ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ საფრთხეზე ლაპარაკობენ, რამდენიმე წლის წინ, როდესაც მიწის გაყიდვაზე იყო, მაშინ აბსოლუტურად სხვა მოსაზრება ჰქონდათ და რატომღაც დღეს, ვინმეს მიერ, მათ შორის ოკუპანტებზეც არ ჰქონდათ გავლენა, რომ მიწა ეყიდათ. მიწას ვერავინ ვერ ყიდულობს დღეს, ეს არის უკვე საცხოვრებელი ბინის ყიდვა და ეს საფრთხეს ქვეყანას ვერც ეკონომიკურად და ვერც რაიმე სხვა თვალსაზრისით ვერ […]” ამბობს გიორგი კაკაურიძე.

რუსეთის მოქალაქეებმა 2023 წლის იანვრიდან ნოემბრამდე საქართველოში 5 700- ზე მეტი ბინა იყიდეტ.  ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის საპასუხოდ, იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს, რომ 11 თვეში რუსებმა იმაზე მეტი უძრავი ქონება შეიძინეს საქართველოში, ვიდრე გასული წლის მთლიან პერიოდში.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img