კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის,

Published:

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა მიმდინარეობს სკამებისთვის, შიდა გადანაწილებაა, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება, -განაცხადა კახა კალაძემ .

კახა კალაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.

„პროცესები, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს, ესაა მათი შიდა დაპირისპირება. მიმდინარეობს ბრძოლა სკამებისთვის, შიდა გადანაწილება, თუ ვის რა პოზიცია და თანამდებობა ექნება. რეალურად, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ადამიანები არაფრის გამკეთებლები არ არიან. გვახსოვს მათი მმართველობა, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ და შეიძლება ეს იყოს სამაგალითო და საჩვენებელი, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი და როგორ არ უნდა იქცეოდე მთავრობაში ყოფნის დროს. დღეს ისინი აგრძელებენ ამ ყველაფერს ოპოზიციაში. შეიძლება ითქვას, რომ საჩვენებელია, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს კიდევ უფრო გაღრმავდება და გამწვავდება, თუმცა ახლა ჩვენთვის საინტერესო არაა, რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, უამრავი გამოწვევაა ქვეყანაში და უნდა ვიყოთ დაკავებული ამ ყველაფრით,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img