პოპულარული ონლაინ სასწავლო პლადფორმა RankingRoyals გასული წლის უმსხვილეს ტკბილეულის ექსპორტიორი ქვეყნების ტოპ 15 ქვეყნის სიას აქვეყნებს.
2022 წლის განმავლობაში მსოფლიოში ტკბილეულის ექსპორტმა $13.4 მილიარდი შეადგინა.
ექსპორტიორ ქვეყნებში პირველი ადგილი გერმანიამ დაიკავა, რომელმაც გასულ წელს $1.7 მილიარდის ტკბილეული გაიტანა ყვეყნიდან, რაც გლობალური ტკბილეულის ექსპორტის 12.7%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ჩინეთი $1.3 მილიარდის ტკბილეული ს ექსპორტით, ხოლო მესამეზე მექსიკა $986 მილიონით.
საქართველოს მეზობლებიდან ტოპ 15-ში მხოლოდ თურქეთი მოხვდა. თურქეთმა გასულ წელს $737 მილიონის ტკბილეული გაიტანა ექსპორტზე, რითაც მე-6 ადგილი დაიკავა.