ანა წითლიძე -ჩვენ მზად ვართ, ყველა ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა

Published:

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მანამდე კი, თბილისში ისევ დისკუსიის საგანია, ვინ შეუერთდება ცხრა დათქმის შესრულების პროცესს.

ოპოზიციის ნაწილი მზადაა, პროცესში ჩაერთოს  – ამბობს, ანა წითლიძე.

“არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ, ყველა ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა. არ გვაქვს ხისტი დამოკიდებულება სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით. თუმცა, ჩვენ, ასევე, ვნახეთ წარსული გამოცდილება – რეალურად, სამუშაო ჯგუფებში შექმნილმა პროცესმა, 12-პუნქტიან ვალდებულებასთან დაკავშირებით, დადებითი არაფერი მოიტანა. 9-პუნქტიან ვალდებულებას ეს ხელისუფლება არ შეასრულებს, რადგან 9-პუნქტიანი ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმას, რომ ამით, რეალურად, ის ასრულებს თავის ძალაუფლებას,” – აცხადებს ანა წითლიძე.

განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფი” წევრმა, პარტია “სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ.

“ჩვენ რომ უმრავლესობა გვქონდეს, საერთოდ არ მოვიკითხავ, სად არიან “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, ისე მივიღებთ 9-ვე პირობას, ზუსტად ორ თვე-ნახევარი სჭირდება, დათვლილი გვაქვს,” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img