პარტია “ნაციონალურ მოძრაობას”, ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, ჭიათურაშიც ტოვებენ. საკრებულოს ფრაქციის ხუთივე წევრმა პარტია დღეს დატოვა.
როგორც მათ ბრიფინგზე განაცხადეს, მიზეზი პარტიაში მიმდინარე პროცესები და ახალი მენეჯმენტია. მათი განცხადებით, არსებულ პირობებში პარტიაში დარჩენა შეუძლებელია, რადგან ახალ თავმჯდომარეს მათთან, 10 თვის განმავლობაში, კომუნიკაცია არ ქონია და არც პარტიულ შეკრებებზე იწვევდნენ.
საკრებულოს დეპუტატები მანდატების დატოვებას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ “ბრძოლა ახალი პლატფორმიდან გაგრძელდება”.