სადაზღვევო ზარალის მოცულობით „ჯიპიაი“ ლიდერობს

Published:

იანვარ–სექტემბრის პერიოდში საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულმა ზარალმა პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 447 მლნ ლარი შეადგინა, რაც 97 მლნ ლარით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ანაზღაურებულ ზარალს (350 მლნ ლარი).

9 თვის მონაცემებით, ანაზღაურებული სადაზღვევო ზარალის რაოდენობით, პირველ ადგილზეა „ჯიპიაი“ 83 მლნ ლარით, მეორეზე „თიბისი“ – 57 მლნ ლარით, ხოლო მესამეზე – „არდი“ 56 მლნ ლარით.

სადაზღვევო ბაზარზე ცვლილებებია მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობების მიმართულებითაც. კერძოდ, უმსხვილეს მზღვეველთა ხუთეულში „ალდაგმა“ „იმედი L“-ს გადაუსწრო და მეოთხე ადგილი დაიკავა. ბოლო ადგილებიდან მეექვსეზე გადმოინაცვლა „ბბ დაზღვევამაც“.

9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 818 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 190,9 მილიონ ლარს მიაღწია, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონ ლარს. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 314,6 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი – 370,2 მილიონ ლარს.

30 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img