მასწავლებლების პროტესტი გრძელდება – განათლების სამინისტროსთან პედაგოგი მაია ეკალაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს. მოთხოვნა დირექტორის არჩევის წესის ცვლილება და სახელფასო ანაზღაურების გაზრდაა. წუხელ ღამით სამინისტროსთან მოშიმშილე პედაგოგისთვის კარავი დაიდგა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.