ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ .
როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვაშაძე კალაძის გამოწვევას იღებს და საქმიანი პასუხისთვის მზად არის.
გიორგი ვაშაძის თქმით, ევროპის დედაქალაქებში 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება, თუმცა სატრანსპორტო კოლაფსი არ იქმნება.
„კახი, ახლა გზაში ვარ, მივემგზავრები აშშ-ში, ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე, ხმაც ცუდად ისმის თვითმფრინავში. ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე კი გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში. ევროპის დედაქალაქებში ამაზე 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება და დღეში საშუალოდ ცხოვრების 3 საათს საცობში არავინ ატარებს!“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.