კახა კალაძე – კოალიციური მთავრობა არ იქნება

Published:

მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც შესწევს უნარი, 2024 წელს კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, “ქართული ოცნებაა”.

კალაძის თქმით, მომავალ წელს არჩევნებში გამარჯვების საფუძველს იძლევა გამოქვეყნებული კვლევები და საზოგადოების პოზიტიური დამოკიდებულება მთავრობის მიმართ.

“რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, თუ ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში, ამას წყვეტენ ჩვენი მოქალაქეები. ამას გარედან ვერავინ ვერ გადაწყვეტს და ვერც მოსახლეობას დააძალებს ვინმე, თუ რომელი პოლიტიკური პარტია თუ პარტიები უნდა იყვნენ ხელისუფლებაში. მე ვფიქრობ, რომ დღეს ერთადერთი რეალური ძალა, რომელსაც აქვს გამარჯვების შანსი კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის “ქართული ოცნება” და დემოკრატიული საქართველო. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც ის კვლევები, რომლებიც ქვეყნდება. შეიძლება ბევრი საჭირო დეტალი იყოს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების ის განწყობა და დამოკიდებულება, რასაც დღეს ვგრძნობ. მე გამოვრიცხავ კოალიციის გამარჯვებას, რადგან დღეს ამისი შესაძლებლობა არ არსებობს იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” არის ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია, რომ  კონსტიტუციური უმრავლესობის ხმები მოიპოვოს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img