ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 %-ით შემცირდა

Published:

ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5 პროცენტიანი შემცირებით, რამაც -1.17 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.4 პროცენტით.

ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img