პაატა მანჯგალაძე – იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა

Published:

იურიდიული პირებისთვის პარტიების დაფინანსების აკრძალვა ქარის წისქვილებთან ბრძოლაა – არაფერი არ იცვლება, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძის თქმით, შემოთავაზებულ ცვლილებებს არც დეოლიგარქიზაციასთან აქვს კავშირი, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ამბობს.

„არავითარი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ეს არ არის, რომ იურიდიულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პარტიების დაფინანსების. ეს არის იმიტაცია, თვალებში ნაცრის შეყრა და რამდენჯერაც არ უნდა მკითხოთ, ვიტყვი, რომ ეს არის დონ კიხოტივით ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ყველა იურიდიული პირის უკან დგას ფიზიკური პირი და რა შემოწირულებასაც გააკეთებდა იურიდიული პირი “ქართული ოცნებისთვის”, გააკეთებინებენ ფიზიკურ პირებს. არაფერი არ იცვლება ამით და ფარსში მონაწილეობის სურვილი არ მაქვს,”- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img