სალომე სამადაშვილი – „ქართულ ოცნებას” კოშმარივით ეშინია ოპოზიციის გამსხვილების

Published:

„ქართულ ოცნებას” კოშმარივით ეშინია ოპოზიციის გამსხვილების – თავს იტყუებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით შეიქმნიან დამატებითი ბერკეტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას” იმ პოლიტიკური ძალების გაერთიანების ეშინია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ფრთის ქვეშ არ არის.

„ქართულ ოცნებას“ კოშმარივით ეშინია იმის, რომ გამსხვილდება ოპოზიცია. მათთვის ყველაზე კომფორტულია იარსებოს მხოლოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისინი ამაზე დგანან უკვე მრავალი წელია და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ სხვა არანაირი ოპოზიცია არ არსებობს, რაც ტყუილია. რეალურად, რა თქმა უნდა, არსებობს, ყველაზე საინტერესო ალტერნატივა დღეს არის ის ოპოზიცია, რომელიც არ არის ‘ნაციონალური მოძრაობა“ და არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ გაერთიანებული და აქ არის „ლელო“, რა თქმა უნდა, არიან სხვადასხვა ინდივიდუალური პარტიები თუ პოლიტიკოსები და ყველაზე უფრო, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას” ეშინია, რომ არ მოხდეს რაღაც ტიპის გაერთიანება არა „ნაცმოძრაობის“ ოპოზიციის ფლანგზე. როგორც ამ პოლიტიკურ ძალას სჩვევია, მათ მიერ დაინიცირებულ არც საკონსტიტუციო ცვლილებებს და არც სხვა ცვლილებებს არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის ინტერესებთან, ისინი ფიქრობენ მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე და იმაზე, თუ როგორ შეინარჩუნონ ძალაუფლება. ახლაც თავს იტყუებენ, რომ იქნებ ამ ცვლილებებით შეიქმნან დამატებითი ბერკეტები ძალაუფლების შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img