9 დეკემბერს დაგეგმილ მარშზე „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშლება . მარში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება და მასში მონაწილეობა ყველა მსურველს შეეძლება.
ხვალინდელ მარშსს გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
“ერთი 20 წუთი გაირბენენ ახლა თბილისის ქუჩებში და რა თქმა უნდა, იტყვიან რომ ეს არის თურმე ევროინტეგრაციისთვის მუშაობა. მათ შორის სალომე ზურაბიშვილიც უკვე ბოლო პერიოდში ამით არის დაკავებული, საერთოდ, კარგია, რომ მიაგნო თავის გზას და თავის ფუნქციას ზურაბიშვილმა, კარგად დარბის და ირბინოს”. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა თბილისში დაგეგმილ მარშზე, რომელსაც პრეზიდენტიც უერთდება.