ნისლის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა

Published:

ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ავიარეისი ვერ დაჯდა.

როგორც თბილისის აეროპორტის მმართველო კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, სათადარიგო აეროპორტებში გაფრინდნენ Qatar Airways-ი, Jazeera Airways-ი, AZIMUTH-ი, Kuwait Airways-ი, Air Arabia და Fly Dubai.

„Qatar Airways-ის რეისი დოჰა-თბილისი, Jazeera Airways-ის და Kuwait Airways-ის რეისები – ქუვეითი-თბილისი და Fly Dubai-ის რეისი დუბაი-თბილისი, ერევნის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, AZIMUTH-ის რეისი მოსკოვი-თბილისი – ქუთაისში, ხოლო Air Arabia-ს შარჯა-თბილისი – ბათუმში. დღეს დაგეგმილი სტამბოლი-თბილისის რეისები კი უამინდობის გამო გააუქმეს Turkish Airlines-მა და Pegasus Airlines-მა“, – აცხადებენ TAV Georgia-ში.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img