მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 62%–ით შემცირდა

Published:

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ III კვარტალში $316 მლნ შეადგინა.

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას 2021-2023 წლებში.
2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. იმავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30 პროცენტით შემცირდა და 329.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img