ევროპის მოედანზე „ევროპული მარში“ დასრულდა. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავდაპირველად ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობა გამართეს.
„ევროპულ მარშზე” მოქალაქეები სკანდირებდნენ – „ჩვენი ხმა ევროპას“. მათი განცხადებით, ამ ფორმით ევროპული ქვეყნების ლიდერებს აწვდიან ხმას, რომ საქართველოს არ უნდა რუსეთი და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.
მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
ევროპის მოედანზე “ევროპული მარში” ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშის გაშლით დასრულდა.