“გააგონე შენი ხმა ევროპას” – დღეს თბილისში მარში გაიმართება

Published:

“გააგონე შენი ხმა ევროპას” – თბილისში მასშტაბური მსვლელობისთვის ემზადებიან. ზუსტად 2 საათზე დედაქალაქის ცენტრში ევროკავშირის გიგანტური დროშა გაიშლება.  ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი და პოლიტიკოსები ოპოზიციური ფლანგიდან – ყველა რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება.

დღეს თბილისში ყველაზე არაპოლიტიკური მარში გაიმართება. ერთადერთი მოწოდება, რის გამოც ხალხი გარეთ გადის ეს ევროპული სტატუსიია. მოქალაქეები აპირებენ საკუთარი ნების შესახებ უფრო მკაფიო პოზიცია დაუფიქსირონ ბრიუსელში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

საქართველოს მოქალაეებს ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის ყველაზე დიდი დროშის გაშლაში და გაუგზავნონ ძლიერი გზავნილი ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერს, რომ მომავალ კვირაში საქართველოს სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”,- ამბობს გიორგი  მშვენიერაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img