მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავაგზავნოთ ევროკავშირთან მკაფიო გზავნილი- გიგაური

Published:

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თავმჯდომარე ეკა გიგაურის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მარში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავილი ევროკავშირისადმი, რომ სზოგადოება, ხალხი და ქვეყანას ითხოვს შანსს გახდეს ევროპის წევრი.

მისი თქმით, ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერს აკეთებს.

„საქართველოდან ყველა გზავნილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მარშის მოწყობა, რომ კიდევ ერთხელ გავაგზავნოთ ევროკავშირთან მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ, საზოგადოებას გვინდა და გვჭირდება ეს შანსი. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომლებიც იგზავნება საქართველოს, ქართველი ხალხის მხრიდან ევროკავშირში. სწორედ ამან მოგვიტანა ჩვენ რეკომენდაცია სტატუსთან დაკავშირებით. ხელისუფლებას შეეძლო ბევრი რამ გაეკეთებინა, მაგრამ არ გააკეთეს. ქართველმა ხალხმა და აქტიურმა ადამიანებმა, ყველამ ერთად მოვიტანეთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა გიგაურმა.

ამ წუთებში ევროპის მოედნინდა მსვლელობა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს რიგითი მოქალაქეები, სტუდენტები, ხელოვანები, მესამე სექტორი , ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

“ევროპულ მარშს” შეუერთდება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

 

 

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img