განათლების სამინისტროსთან პროტესტს პედაგოგები შეუერთდებიან

Published:

განათლების სამინისტროსთან კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სკოლის   დირექტორთა კონკურსის  მონაწილეთა პროტესტი.   დავით ფერაძე და მაია ეკალაძე ადგილზე რჩებიან, მიუხედავა ეკალაძის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად.

პედაგოგმა შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა პროტესტს აგრძელებს. მინისტრის კომენტარმა, რომ ეს მხოლოდ ორი ადამიანის პროტესტია, მასწავლებლების ახალი საპროტესტო ტალღა ააგორა არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც.

შოგეხსენებთ, მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ამ საკითხზე  დასმულ კითხვას უპასუხა, რომ მედიასაშუალებების ნაწილი აშუქებს ორი ადამიანის პროტესტს და რეფორმების დაზიანებას ცდილობს.

“თქვენ მოდიხართ, რა თქმა უნდა, “მთავარი”, “TV პირველი” და ყოველდღე ან არ ვიცი, საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ მთავარი რეფორმები დააზიანოთ. აშუქებთ ორი ადამიანის პროტესტს, რომელიც მნიშვნელოვანია, თავისთავად, ერთი ადამიანისაც კი, მაგრამ გამოგყავთ ეს თითქოს სისტემური და ათიათასობით ადამიანის პროტესტია მაშინ, როდესაც 92%-ში იქნება არჩევნები სამართლიანად ჩატარებული”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

სწორედ ამ განცხადების შემდეგ, პედაგოგები პროტესტს  სოციალურ ქსელში აქტიურად გამოხატავენ,  ამბობენ, რომ ადეკვატური პასუუხის მიღებამდე არ გაჩერდებიან.  მაია ეკალაძის თქმით, სამინისტროსგან არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა და არც პროტესტის შეწყვეტას გეგმავს პასუხის მიღებამდე.

“სამინისტროდან არანაირი  კომუნიკაცია არ ყოფილა. არც მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მოვხვდი… პროტესტი არ შეჩერდება, რადგან არცერთი კითხვისთვის არ უპასუხია მინისტრს. მათ რეაგირება არ ჰქონიათ. პროტესტი გრძელდება, მაგრამ შიმშილის გარეშე. არ ვაპირებ შედეგის გარეშე გაჩერებას”, – ამბობს სკოლის დირექტორობის კანდიდატი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი კანდიდატურა დაბლოკეს.

ქეთი ცირეკიძე – პედაგოგი, ცხოლოწყუდან აცხადებს, რომ მისთვის უცნობია მიზეზი რატომ აღმოჩნდა ის დაბლოკილ კანდიდატთა შორის.

“ვაპროტესტებთ და ვუერთდები ჩემი კოლეგების აქციას, რომლებიც განათლების სამინისტროსთან იმყოფებიან, დირექტორთა სერტიფიცირების შემდგომ გამართული არაობიქტური და უსამართლო ორ ეტაპიანი გასაუბრებას შესახებ, რომელიც უფრო გადარჩევის ეტაპები იყო  ვიდრე გასაუბრება. პოლიტიკურად გაგვფილტრეს კონკურსანტები, მიუხედავად იმისა, რომ მე საერთოდ აპოლიტიკური ვარ, მათთვის მიუღებელი აღმოვჩნდი.

მისივე თქმით, სამინისტროსთან მდგომი ორი ადამიანის უკან შეშინებული პედაგოგები დგანან, რომლებიც გარეთ გამოსვლას ვერ ბედავენ.

„  მხოლოდ ორი ადამიანის პროტესტი არ მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან,  ჩემი კოლეგები საუბრობენ მათ უკან მდგომი  500 ადამიანის  სახელით, რომლებიც მიზეზთა გამო გარეთ ჯერ ვერ გამოვიდნენ გარეთ და ამ 500 ადამიანში ერთ-ერთი ვარ მე.                                                                        თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, როდესაც კომისია მეუბნება, რომ აღფრთოვანებულია ჩემი შესაძლებლობებით, ჩემი პოტენციალით და შემდეგ დგება სხვა შედეგი, ანუ ჩემს ნაცვლად აგზავნის სხვას, ძალიან ბევრი საეჭვო ფაქტი და ბევრი კითხვისნიშანია.” -აღნიშნავს ცირეკიძე.

ზუგდიდიდან ასევე პედაგოგის, მანონი მიქავას განცხადებით, მასწავლებლები ანაზღაურების გაზრდის შესახებ გაკეთებულმა ცრუ ინფორმაციამაც გაანაწყენა, რადგან განცხადება  ოქტომბერში გაკეთდა, მასწავლებლებს მოლოდინი გაუჩნდათ, რომ იანვრიდან გაიზრდებოდა ანაზღაურება თუმცა აღმოჩნდა, რომ ივლისიდან მოხდებოდადა.                     “თვითონ შეგვიქმნეს მცდარი მოლოდინი, მინისტრმა ოქტომბერში დაანონსა ხელფასების ზრდა, თავად სისტემა გვიწევს  მაგინალიზაციას პიროვნებებს და გვრიყავს როგორც შეუძლია, ვთვლი, რომ  დაბლოკვის  მიზეზი განსხვავებული აზრის დაფიქსირება გახდა.”- აცხადებს მანანა მიქავა.

დღეს პედაგოგები, განათლების სამინისტროსთან მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img