წილოსანი – ეს მარში ფარსია

Published:

ეს მარში იმ ადამიანების მხრიდან განხორციელებული ფარსია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. იმიტომ, რომ სულ რაღაც ახლო წარსულში თითოეული მათგანი, სალომე ზურაბიშვილიდან დაწყებული, არასამთავრობოებით და სხვა პოლიტიკური პარტიებით გაგრძელებული, სპეციალურად დადიოდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არამხოლოდ ქვეყნის შიგნიდან გაკეთებული განცხადებებით არწმუნებდნენ ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. – ამის შესახებ მმართველი პარტიის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

“დღეს, როდესაც ისინი ხედავენ საქართველოს სახელმწიფოს, ჩვენი ხელისუფლების ძალისხმევა კონკრეტულ შედეგს იღებს და კანდიდატის სტატუსის მიღებამდე სულ რამდენიმე დღე გვაშორებს, ამ ადამიანების ბოროტი ძალისხმევის მიუხედავად, ისინი ცდილობენ უკვე, რომ თავად ამ პროცესში ჩაერთონ და ჩაერთონ ყველაზე მეტად პოპულისტური გზებით.” – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, ნინო წილოსანმა.

ამ წუთებში თბილისში მსვლელობა  დასრულდა. მარში “შენი ხმა ევროკავშირს” რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყო. მონაწილეები ევროპის მოედანზე მსვლელობით  მივიდნენ და ევროკავშირის დროშა გაშალეს.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img