გატაცებულ 16 წლის გოგოს და 6 გამტაცებელს ეძებენ

Published:

შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარი სახლიდან გატაცებულ 16 წლის გოგოსა და მის ექვს გამტაცებელს ეძებს.

შემთხვევა 9 დეკემბერს, საღამოს საათებში, ფონიჭალაში მოხდა.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით, რაც ცოლად შერთვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ატაცებული არასრულწლოვნის მშობლები მედიასთან საუბრისას ამბობენ, რომ მათი ქალიშვილი რამდენიმე თვის წინ დაინიშნა ერთ-ერთ გამტაცებელზე. თუმცა, ერთი თვის წინ, გოგომ უარი თქვა მომავალ ქორწინებაზე.

მათი თქმით, გამტაცებლები სახლში მაშინ შეიჭრნენ და გოგო ძალის გამოყენებით გაიყვანეს სახლიდან.

გატაცებული გოგოს მშობლების ცნობითვე, კაცი, რომელმაც მათი არასრულწლოვანი შვილი გაიტაცა, რუსეთის მოქალაქეა.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img