იოსელიანი – 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას თამაზ გინტურის მკვლელობამ დაასვა დამღა

Published:

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, სპეციალური განცხადებით ეხმაურება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს და იმ გამოწვევებზე ლაპარაკობს, რომელიც დღეს საქართველოში, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა სფეროში არსებობს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დაასვა დამღა:

„აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა“, – წერია განცხადებაში.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img