ადგილობრივი მილიციის მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, ადამიანის უფლებები უმოწყალოდ ილახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, რის შედეგადაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თემურ კარბაია დაიღუპა, არის ტრაგიკული შეხსენება იმისა, რომ ადამიანის ელემენტარული უფლებები უმოწყალოდ ილახება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მწუხარე 75-ე წლისთავია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი