ტენესის შტატში ძლიერ ტორნადოს ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლ

Published:

ამერიკის ტენესის შტატში ძლიერმა შტორმმა და ტორნადომ სულ მცირე ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იუწყება The Guardian

ამასთან, ათი ათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მონტგომერის ოლქში დაიღუპა 3 ადამიანი, დაშავდა 23 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

„სამწუხარო დღეა ჩვენი საზოგადოებისათვის. ვლოცულობთ დაშავებულებისაღვის, მათთვის, ვინც დაკარგა ახლობლები და საცხოვრებელი ადგილები“, – განაცხადა ტენესის შტატის მონტგომერის ოლქის მერმა უეს გოლდენმა.

ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახურს ცნობით, კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა ნეშვილის ოლქში.

ტენესის შტატში 80 ათასზე მეტი ადამიანი ელექროენერგიის გარეშე დარჩა.

მონტგომერის ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, რამდენიმე სახლი დაზიანდა ქალაქ კლარკსვილში. შტორმმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ სახლების დატოვებისგან თავი შეიკავონ.

“ჩვენ ჯერ კიდევ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ეტაპზე ვართ”, – ნათქვამია მონტგომერის ოლქის განცხადებაში. მათივე ცნობით, მოქალაქეებმა, რომლებიც იძულებული გახდნენ დაზიანებული საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ, თავი ადგილობრივ სკოლას და ეკლესიას შეაფარეს.

 

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img