WPJ-ის კვლევა- საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპი ბაიდენს ამარცხებს

Published:

The Wall Street Journal-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამჟამინდელ პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე მაღალი მხარდაჭერა აქვს.

ახალი კვლევით, ბაიდენის პოლიტიკური პოზიცია რეკორდულად სუსტია მის საპრეზიდენტო პერიოდში და ამომრჩევლები მისი საქმიანობით ყველაზე ნაკლებად არიან კმაყოფილი.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, ამერიკელების 37% დონალდ ტრამპს მისცემდა ხმას, 31% – ბაიდენს, 14%-ს არ გადაუწყვეტია, 8% – რობერტ კენედის, 3% – ჯო მანჩინს და 3% – კორნელ ვესტს.

ამავდროულად, მხოლოდ ტრამპსა და ბაიდენს შორის როდესაც არის არჩევანი, 47% ხმას ტრამპს მისცემდა, 43% – ბაიდენს.

ამომრჩეველთა მხოლოდ 23%-მა განაცხადა, რომ ბაიდენის პოლიტიკა მათ პირადად დაეხმარა, ხოლო 53%-მა თქვა, რომ მოქმედი პრეზიდენტის პოლიტიკა მათ აზიანებს. საპირისპიროდ, ამომრჩეველთა 49%-მა თქვა, რომ ტრამპის პოლიტიკა მისი პრეზიდენტობის პერიოდში მათ პირადად დაეხმარა, ხოლო 37%-მა თქვა, რომ მათ ზიანი მიაყენა.

Wall Street Journal-ის კვლევაში 29 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით 1500 დარეგისტრირებული ამომრჩეველი გამოკითხა და ცდომილების ზღვარი 2.5%-ს შეადგენს.

გამოკითხვა სატელეფონო ინტერვიუების გამოყენებით ჩატარდა. ზოგიერთ რესპონდენტს ტექსტური შეტყობინების საშუალებით დაუკავშირდნენ და გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად ონლაინ მოიწვიეს.

https://www.wsj.com/politics/elections/trump-takes-2024-lead-as-biden-approval-hits-new-low-wsj-poll-finds-fb4fca0c

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img