ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა – „რუსული რეჟიმი“ – ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ ეს მიითვისოს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კანდიდატის სტატუსის მიღებას აღნიშნავენ.მისივე განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა საქართველოს მისცა შესაძლებლობა, რომ „რუსული ოცნება“ შეიცვალოს“.
„გილოცავთ, ჩემო ძვირფასებო, ეს მართლაც ძალიან დიდი გამარჯვებაა. ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვება. გილოცავთ! ამ გადაწყვეტილებით ევროპამ რუსეთი დაამარცხა, ქართველმა ხალხმა – „რუსული რეჟიმი“. ეს არის ეს რეალობა, ეს არის ეს გამარჯვება, ეს არის ჩვენი მონაპოვარი. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ ეს მიითვისოს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება ქართველი ხალხის ერთიანობამ მოიტანა. ვერაფერი აღუდგა მას წინ. „რუსული ოცნება“ ცდილობდა, რომ დაერღვია ეს ერთიანობა, მაგრამ ვერ შეძლო. ჩვენ გავიმარჯვეთ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა მოგვცა შანსი, რომ „რუსული ოცნება“ შევცვალოთ; რომ ქართველმა ხალხმა „რუსული რეჟიმი“ შეცვალოს. სწორედ შემდეგ შევძლებთ, რომ ევროპაში შევიდეთ, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან, ქართველ ხალთან ერთად, მიხეილ სააკაშვილია, რომელმაც პირველმა ააფრიალა ევროკავშირის დროშა. თქვენ ხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად და მის გამარჯვებასთან ერთად არის. მჯერა, რომ სწორედ მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე საბოლოო გოლს გაიტანს და საბოლოო გამარჯვებას მიაღწევს. ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით. წინ ბევრი გამარჯვებისკენ!“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.