კალასი – უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება

Published:

ევროპული საბჭოს სამიტის მეორე დღეს ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ამბობს, რომ გუშინ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინა არ დარჩება მხარდაჭერის გარეშე.

“მოგეხსენებათ, მე არ ვიყავი ძალიან ოპტიმისტური. მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ გადაწყვეტილების მიღება. და მოხარულნი ვართი ამის გამო”, – თქვა კალასმა. 
მან თქვა, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს ფინანსური მხარდაჭერის ნაწილში. შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა ვეტო დაადო უკრაინისთვის ევროკავშირის 50-მილიარდიან დახმარებას.

“შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უკრაინა მხარდაჭერის გარეშე არ დარჩება. იყო 26-ის ძლიერი ნება ამ მხარდაჭერისთვის, და იყო სხვადასხვა გზა, თუ როგორ შეგვეძლო ამის გაკეთება. ალბათ, კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება, შესაძლოა იანვარში, ამაზე შეთანხმების მისაღწევად”, – თქვა კალასმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img