ჰერმან საბო – მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე არ გავაკეთეთ ერთად, ევროპამ ისტორიული კონტექსტი გაითვალისწინა

Published:

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიწვალეთ, ერთმანეთი ვლანძღეთ, ბევრი საქმე არ გავაკეთეთ ერთად,  ევროპამ თავისი ისტორიული კონტექსტი გაითვალისწინა, ახლა რა ხდება მსოფლიოში ეგეც გაითვალისწინა, ძალიან ბევრ რამეზე თვალი დაგვიხუჭა და სამიანით გადაგვიყვანა შემდეგ კლასში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

როგორც ჰერმან საბომ აღნიშნა, გუშინდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველო ისტორიულად და კულტურულად ევროპის ნაწილია.

„ევროპაში თავის მომავალს ჩვენთან ერთად ხედავენ. ოღონდ ამას დასჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა ჩვენი მხრიდან. ძალიან ბევრი მტკივნეული რეფორმის გატარება, პირადი ინტერესის უკან გადადება პოლიტიკური პარტიების მხრიდან და მუშაობა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხრიდანაც. მოვახერხებთ თუ არა გადავიდეთ შემდეგ ტურში, მოლაპარაკება დავიწყოთ გაწევრიანებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ არჩევნებს ჩავატარებთ. აქ „ქართულ ოცნებას“ ლომის წილზე მეტი აქვს. ვიმედოვნებ, ეს დღე, რომელიც ძალიან გვიხარია, სწორ გაგრძელებას ჰპოვებს და ჩვენ წესიერი არჩევნებით ევროპას დავუმტკიცებთ, რომ მათ ტყუილად არ დადეს ფსონი ჩვენზე.

ჩვენ ნებისმიერ კონფიგურაციაში, სადაც შეგვიძლია, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ და სწორი რაც არის ვთქვათ ნებისმიერი რეფორმის მიმართულებით მონაწილეობას მივიღებთ. თუმცა განსაკუთრებული მოლოდინი იმის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებამდე რაიმე რეფორმები გაატაროს, არ გვაქვს. რაც მოლოდინი გვაქვს და რაც კარგი იქნება ძალიან, „ქართულმა ოცნებამ“ წესიერი არჩევნები ჩაატაროს“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img