აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა

Published:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების პარაფირების ცერემონიალი გაიმართა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ბრიუს შვარცმა.

აშშ-სა და საქართველოს შორის ექსტრადიციის ხელშეკრულების პარაფირება ხანგრძლივი მოლაპარაკებების ლოგიკური ეტაპია. მას წინ უძღოდა 2023 წლის იანვარ-თებერვალში ორმხრივი კონსულტაციები მხარეებს შორის თბილისში.

ექსტრადიციის ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების სწრაფ და მოქნილ თანამშრომლობას და გაზრდის დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობას.

დოკუმენტის პარაფირების ცერემონიამდე იუსტიციის მინისტრი აშშ-ის გენერალურ პროკურორ მერიკ ბ. გარლანდს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობას არაერთი მიმართულებით და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ მეტად გაძლიერებას.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img