ბექა გრიგორიადისი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანეს 

Published:

ბექა გრიგორიადისი კლინიკიდან იზოლატორში გადაიყვანეს – ლაზარეს მამას ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული. ახალგაზრდა აქტივისტის მამამ პროტესტის უკიდურეს ზომას სასამართლოს დარბაზში მიმართა.გრიგორიადისმა დაზიანებები ბასრი საგნით მიიყენა, რის გამოც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ ეტაპზე უცნობია, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ბექა გრიგორიადისის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ დაშავებულს ღრმა ჭრილობები აღენიშნებოდა სხეულის არეში, რის გამოც იგი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, მამაკაცი ისე გადაიყვანეს მთავარ სამმართველოში, რომ მათთვის არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებიათ.

“ღრმა ჭრილობები ჰქონდა პარალელური, ორი ზემოთ, ორი ქვემოთ. უნდა ყოფილიყო დაკვირვების ქვეშ. რომ მივედი საავადმყოფოში, გუშინ ჩემმა ძმამ დამიბარა, რომ შემომეტანა მისთვის ტანსაცმელი, რადგან დასვრილი ჰქონდა სისხლით, მივედი და მითხრეს, რომ გამოწერილიაო. არავის არ დაუკავშირდნენ და არავისთვის არ უთქვამთ, რომ გადაიყვანეს სადმე. ასე გადაიყვანეს უეცრად. მე ახლა გავიგე. მე ვიცოდი, რომ საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო დღეს”, – განაცხადა გრიგორიადისის ოჯახის წევრმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img