უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა. – შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაშია განთავსებული. ანკეტის თანახმად, ის წინასწარ გამოძიებას ემალება.
5 ნოემბერს უსაფრთხოების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ ვლადიმერ გუნდაევზე [პატრიარქი კირილი] საქმე 4 მუხლით აღძრა.მას ბრალად ედება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული აგრესიის უარყოფა და მისი გამართლება, აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება და გაჩაღება.