AC/DC-ის პირველი დრამერი, კოლინ ბურჯესი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა

Published:

ლეგენდარული ავსტრალიური ბენდის, AC/DC-ის პირველი დრამერი, კოლინ ბურჯესი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. “ძალიან დამწუხრებული ვართ კოლინ ბურჯესის გარდაცვალებით. ის ჩვენი პირველი დრამერი იყო და ძალიან პატივსაცემი მუსიკოსი. ბედნიერი მოგონებები, rock in peace, კოლინ” – წერია AC/DC-ის განცხადებაში. 

მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ბურჯესი დეივ ევანსთან, ანგუს იანგთან, ლერი ვან კრიდთან და მალკოლმ იანგთან ერთად AC/DC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.

ბურჯესმა ბენდი 1974 წელს დატოვა და ის ფილ რუდმა ჩაანაცვლა. თუმცა, 1975 წელს, როდესაც რუდმა ხელის დაზიანება მიიღო, ბურჯესი AC/DC-ში დაბრუნდა რამდენიმე კონცერტის ჩასატარებლად.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img