ოთარ იოსელიანი გარდაიცვალა

Published:

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ იოსელიანი.ოთარ იოსელიანი დაიბადა 1934 წელს, თბილისში. 1965 წელს მან დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, 1952 წელს – თბილისის კონსერვატორია.

1950-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რეჟისორის ასისტენტად, მემონტაჟედ, დოკუმენტური ფილმების რეჟისორად. 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. იოსელიანის ფილმოგრაფია მოიცავს მოკლემეტრაჟიან ფილმებს “აკვარელი” (1958), “აპრილი”(1961), და მხატვრულ ფილმებს “გიორგობისთვე” (1966, კანის კინოფესტივალის პრესის ჯილდო), “იყო შაშვი მგალობელი” (1970), “პასტორალი” (1976), “მთვარის რჩეულნი” (1984), “პეპლებზე ნადირობა” (1999), “ყაჩაღები”(1996).1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.  

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img