გიორგი ვაშაძე – “ოცნება” იწყება ბიძინა ივანიშვილით და მთავრდება ბიძინა ივანიშვილით

Published:

“ქართული ოცნება იწყება ბიძინა ივანიშვილით და მთავრდება ბიძინა ივანიშვილით, სხვა არაფერი არ არის,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე თვლის, რომ ივანიშვილისგან ხელისუფლებას დავალება აქვს მიღებული, რომ ხალხი ერთმანეთს დააპირისპიროს. 

“სამწუხარო ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილისგან დავალება აქვთ, რომ უნდა დააპირისპიროს ქართველი ხალხი ერთმანეთთან. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქართველმა ხალხმა მოიპოვა და არა ბიძინა ივანიშვილმა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს სრულუფლებიან წევრობამდე მიიყვანს დაჩქარებული წესით ქართველი ხალხი, ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების გარეშე,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img