გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ პატარა ლაზარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

Published:

გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ პატარა ლაზარეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. მიმართვას ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. 

“მეგობრებო, ახლობლებო, ნათესავებო, ნაცნობებო, უცნობებო! სასწრაფოდ გვჭირდება თქვენი თანადგომა. წმინდა ბარბარე არ გაგვწირავს, მჯერა, და მაქვს სასწაულის იმედი, რომ დაგვეხმარებით. ჩვენ პატარა ლაზარეს, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა და თავზე აქვს უმძიმესი ტრავმა, ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია, რომ გადარჩეს. ამისთვის, ამ ეტაპზე, 40 000 ლარია საჭირო. ოჯახს ვჭირდებით ჩვენი ადამიანური თანადგომით. სულ მცირედიც გადამწყვეტია ხვალინდელი დღისთვის. მჯერა, ძალა ერთობაშია და არ გაგვწირავს უფალი. ერთი დღე გვაჩუქეთ თითოეულმა თქვენგანმა და ლაზარე კიდევ ბევრი წელი იცოცხლებს ჯანმრთელი და ბედნიერი. ვისაც რის საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ ოჯახს.

თიბისი ბანკი: GE97TB7357545061100080

საქართველოს ბანკი: GE73BG0000000103032896

მიმღები ლუიზა ხამათაშვილი”, – ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკბენილები არიან 5 წლის და 2,7 წლის ძმები. განსაკუთრებით მძიმეა უმცროსის, პატარა ლაზარეს მდგომარეობა. თავდაპირველად ის ქუთაისში, მოგვიანებით კი თბილისში გადმოიყვანეს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img