ქვემო ქართლში ორი მამაკაცი დაჭრეს – ინციდენტი გვიან ღამით, სოფელ ყიზილ-აჯლოში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებები ახალგაზრდებს ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდნენ მოწმეები.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.