„აფხაზური ეროვნების აღდგენის შესახებ“ კანონს „საზოგადოებრივმა პალატამ“ მხარი დაუჭირა

Published:

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის „საზოგადოებრივი პალატის“ წევრებმა მხარი დაუჭირეს „სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ“ კანონში ე.წ. პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც „აფხაზური ეროვნების აღდგენის“ უფლებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების პროგრამა “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

შეხვედრა გაიმართა ეთნიკურ საკითხთა საზოგადოებრივი პალატისა და გალის რაიონის მცხოვრებთა „აფხაზეთის რესპუბლიკის ერთიან სოციალურ სივრცეში“ ინტეგრაციის კომისიის ფარგლებში. მას დავით ფილია თავმჯდომარეობდა.

“საზოგადოებრივმა პალატამ” კმაყოფილება გამოთქვა „დიდი ხნის მომწიფებული“ ცვლილებების მიღების გამო.

„ეს მოვლენა ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ორაზროვნად აღიქვა, რაც გასაგებია, ვინაიდან ეროვნების და გვარების გადაკეთების თემა საკმაოდ მგრძნობიარეა, ის ეხება ეროვნული იდენტობის ფაქიზ სფეროს, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დღევანდელ პირობებში, რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაში ასოცირდება აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. აფხაზეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს საკანონმდებლო აქტი გახდება სტიმული ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზებს, რომლებიც მე-19-20 საუკუნის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა პირდაპირი შთამომავლები არიან, ექნებათ აფხაზური ეროვნების დამადასტურებელი გვარები”, – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე კანონის საწინააღმდეგო პოზიცია გამოხატა ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულმა ვეტერანთა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „არუაამ“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img