გიგა ოთხოზორიას დედა- სტრასბურგში სამართალმა იზეიმა, ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია

Published:

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არა მარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოს პრესტიჟის საქმისთვის არის ძალიან დიდი საქმე – ასე ეხმიანება საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია დღეს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხეედვით, სასტიკად მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახმა რუსეთს დავა მოუგო. 

ჯულიეტა ჭანტურიას განცხადებით, სტრასბურგში სამართალმა იზეიმა, ახლა საქართველო მთავრობის ჯერია.

ჩემი შვილის მკვლელობიდან 8 წლის თავზე, მეკარგებოდა იმედი, რომ რაიმე სასიკეთო ამბავი მიმივიდოდა ამ გადაწყვეტილებიდან. დღეს სამართალმა იზეიმა, რადგან ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ალბათ ის რუსებიც დაფიქრდებიან და მკვლელობის უშუალო შემსრულებელი (კანჯი ოღლი), საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცენ. მან პასუხი უნდა აგოს, ქართველი მოქალაქის მკვლელობის გამო. მომდევნო ნაბიჯები ჩვენს ხელისუფლებაზეა”- თქვა ჭანტურიამ. 

მისი თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილება იმედისმომცემია, რომ ქვეყანის მომავალი და უსაფრთხოება სწორედ ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად დგომითაა შესაძლებელი. 

შეგახსენებთ, ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთი დამნაშავედ სცნეს – დადასტურდა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ  სიცოცხლის უფლება დაარღვია.  პუტინის რუსეთს ოთხოზორიას ოჯახისთვის 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img